Wednesday, November 18, 2009

პროექტის აღწერა

1.პროექტის სახელი:როგორ გადავარჩინოთ ტყე?
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები აცნობიერებენ იმ დიდ საფრთხეს, რაც მოსალოდნელია ტყის განადგურებით. ადგენენ გზებსა და ხერხებს ტყის გადასარჩენად.
3.პროექტის სრული აღწერა:კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფს.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს ტყეებზე.მიეცემათ დავალებები დაადგინონ ტყის განადგურების მიზეზები;საშიშროებები, რომლებიც მოელით უტყეოდ დარჩენილ ცხოველებს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზების ჩამოთვლა; ხანძრით ტყისთვის მიყენებული ზიანის შესახებ საუბარი. სამივე ჯგუფი აკეთებს დასკვნას ტყეში უსაფრთხო ქცევის აუცილებლობაზე და ტყის მნიშვნელობაზე.
4.მონაწილეთა ასაკი:7-8 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა:1 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები :საქართველოს ტყეებზე ინფორმაციის და ფოტომასალის მოძიება; შთაბეჭდილებების გაზიარება; ბუნებაზე ზრუნვა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეების მიერ მოხდება ნერგების დარგვა სკოლის ტერიტორიაზე.
8.სარგებელი სხვებისთვის: გამწვანდება სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:-----
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე იცავს უსაფრთხო ქცევის წესებს. უყვარს მშობლიური ბუნება და იცავს მას.
12.პროექტის ფასილიტატორი: თამარ მაჭარაშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamarmacharashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:----
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tamarmatcharashvili.blogspot.com